collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28, (+995) 595 29 19 19

შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი

შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი 2003 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი კოლეჯი დაამთავრა ათასზე მეტმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებული ადამიანები არიან.

კოლეჯი თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. 2013 წელს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა. დღეს კოლეჯი წარმოადგენს ავტორიზებულ სასწავლებელს, რომელიც გასცემს სახელმწიფო დიპლომს. გამოცდილების ზრდასთან ერთად კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი ხდება. კოლეჯი ახორციელებს როგორც გრძელვადიან დიპლომირებულ, ისე მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებს.

კოლეჯის მისიაა:

თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების, სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების შესაძლებლობის ხელშეწყობა; პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/მოსარგებლეზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; კოლეჯსა და რეალურ ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება; შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საზოგადოების მოთხოვნებთან და შრომის ბაზართან ჰარმონიზაცია.

კოლეჯის ხედვაა: 

განვითარდეს კოლეჯსა და ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმები. ამგვარი პარტნიორობა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მუდამ განახლებადი კომპეტენციების განვითარებას, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვას, ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარებას, რაც სასარგებლოა როგორც პროფესიული სტუდენტისათვის, ასევე დამსაქმებლისთვის.

კოლეჯის ღირებულებები:

კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის პრინციპები და წესები უზრუნველყოფს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, ხელმისაწვდომი, პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/მოსარგებლეზე ორინეტირებული საგანმანათ¬ლებლო გარემოს შექმნას, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების, თვითგამოხატვის თავისუფლება.

 

კოლეჯის   მიზნებია:

  • განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • მოამზადოს სათანადო თეორიული, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტები;
  • უზრუნველყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ამ მიზნების შესრულებისათვის  კოლეჯი:

  • ამზადებს პროფესიულ სტუდენტს პროფესიული მოღვაწეობისათვის;
  • ზრუნავს,როგორც პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
  • ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტების საჭიროებებსა და ქმნის მათთვის სწავლის საშეღავათო პირობებს;
  • ხელს უწყობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული სტუდენტებისათვის ექსტრაკურიკულური აქტივობების განხორციელებას;
  • ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.