მაღალხარისხიანი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება;
ქმედითი, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარება საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი თვითგანვითარებისათვის;
სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
პროფესიული განათლების მიღების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
განათლების ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;
ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად.