საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა მაღალხარისხიანი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. საზოგადოების, სახელმწიფოსა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება.
ქმედითი, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარება საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი, დინამიური თვითგანვითარებისათვის;
სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება; პროფესიული სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, პროფესიული განათლების მიღების, პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
განათლების ხელმისაწვდომობისა და საჯაროობიის უზრუნველყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;
ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
დასახული მისიის შესასრულებლად საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, მათ რეალიზაციას და მუდმივ განახლებას