შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი 2003 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი
კოლეჯი დაამთავრა ათასზე მეტმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებული ადამიანები არიან. კოლეჯი
თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც ლიცენზირებული საგანმანათლებლო
დაწესებულება. 2013 წელს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა. დღეს კოლეჯი წარმოადგენს ავტორიზებულ
სასწავლებელს, რომელიც გასცემს სახელმწიფო დიპლომს. გამოცდილების ზრდასთან ერთად კოლეჯის
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი უფრო
მრავალფეროვანი ხდება. კოლეჯი ახორციელებს როგორც გრძელვადიან დიპლომირებულ, ისე მოკლევადიან
სასერთიფიკატო პროგრამებს.