მთავარი
 
 
 
 
«    ივლისი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 სულ ვიზიტორები :  27960
ვიზიტორები დღეს : 397



















 

 

 

შ.პ.ს.
„ მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი“

პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

                                                                                     
                                     1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები 

1.1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების  III საფეხურზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. ან აქვს ისეთი განათლება, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.

1.2 პროფესიული განათლების IV ,V  საფეხურზე ჩარიცხვის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება.

1.3 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება დირექტორის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომელიც ადგენს ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი მიღების ვადას.

1.4 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე (შესაბამისობის განსაზღვრა ხდება ზეპირი გასაუბრების ფორმით).

1.5 დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დირექტორი გამოსცემს ბრძანებას პირის დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.

2. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი                                                            დოკუმენტები.

2.1 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება.

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ოთხი ფოტოსურათი ზომით 3x4;

დ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.

ე) მომდევნო საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში - წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

 2.2 პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ასევე საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის (მობილობის) წესით.

2.3 სტუდენტი უფლებამოსილია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და გააფორმოს ცენტრთან სასწავლო ხელშეკრულება.

2.4 რეგისტრაციის გავლის და ხელშეკრულების გაფორმების შედეგად პირი მოიპოვებს ცენტრის სტუდენტის სტატუსს და ისარგებლებს სტუდენტის ყველა უფლება-მოვალეობით. 

 პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი
.

 
 
© IMEDI 2010 Created By VISUAL STUDIO