მთავარი
 
 
 
 
«    აპრილი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 სულ ვიზიტორები :  31972
ვიზიტორები დღეს : 244

საბაჟო წარმომადგენელი. (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტი) III , IV საფეხური.

საბაჟო წარმომადგენელი (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტი) -  III , IV საფეხური.

 




სფეროს არწერა:
 

საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) პროფესიული კვალიფიკაცია განეკუთვნება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მენეჯმენტის დარგობრივ სფეროს და ორიენტირებულია საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანის პროცესში სასაქონლო ოპერაციების თანამედროვე სტანდარტებით განხორციელებაზე.

დასაქმების სფერო:

საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის)პროფესიული კვალიფიკაციის მქონე  პირი დასაქმდება საბროკერო კომპანიებში, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებში, ტერმინალებში, საწყობებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გეზი), თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, სერვისცენტრებში, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებში, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საბაჟო წარმომადგენელი (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) III საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გაიცემა საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) III საფეხურის პროფესიული დიპლომი, რომელიც უფლებას აძლევს პროფესიულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე.

სწავლის ხანგრძლივობა:

III საფეხური - 41 კვირა - 60 კრედიტი 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საბაჟო წარმომადგენელი (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) IV საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გაიცემა საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) IV საფეხურის პროფესიული დიპლომი, რომელიც უფლებას აძლევს პროფესიულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე.
სწავლების ხანგრძლივობა:

IV საფეხური - 41 კვირა - 60 კრედიტი


საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - მინიმალური ასაკი 16 წელი.

მესამე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი საბაზო განათლება.

მეოთხე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მესამე საფეხურის კვალიფიკაციის დადასტურება.

 
 
© IMEDI 2010 Created By VISUAL STUDIO