მთავარი
 
 
 
 
«    ნოემბერი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 სულ ვიზიტორები :  35366
ვიზიტორები დღეს : 486


ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი). III , IV , V საფეხურები.

ინტერნეტტექნოლოგი(ვებსპეციალისტი) - III , IV , V საფეხურები

 

სფეროს აღწერა:

    ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი) წარმოადგენს ინფორმატიკის დარგობრივი სფეროს პროფესიულ კვალიფიკაციას.                                                            ინტერნეტტექნოლოგი არის ვებსპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ვებ საიტის შექმნას, რედაქტირებას, ინტერნეტ სივრცეში განთავსებას და ტექნიკურ - ინფორმაციულ მხარდაჭერას.

დასაქმების სფერო: 

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) მესამე საფეუხრის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება იმუშაოს სამთავრობო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებში, რომელთაც სჭირდებათ უკვე არსებული ვებ საიტის ტექნიკური თუ ინფორმაციული მხარდაჭერა, ასევე საიტისათვის ახალი ვებ გვერდების ესკიზების შემუშავება და დამატება.                                                                                      ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი) მეოთხე, მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს: ვებსპეციალისტის თანამდებობაზე, ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც ესაჭიროებათ საიტის დინამიური განახლება/მართვა და მარტივი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. ვებ სტუდიებში კი ვებპროგრამისტის ასისტენტად. 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) III საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კურსდამთავრებულს მეინიჭება  ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც უფლებას აძლევს პროფესიულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე.

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) IV საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კურსდამთავრებულს მეინიჭება  ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც უფლებას აძლევს პროფესიულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე 

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) V საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კურსდამთავრებულს მეინიჭება  ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტის) მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

სწავლის ვადები: 

III საფეხური - 56 კვირა - 60 კრედიტი
IV  საფეხური - 43 კვირა - 60 კრედიტი
V   საფეხური - 43 კვირა - 60 კრედიტი

 

მესამე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი საბაზო განათლება.

მეოთხე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მესამე საფეხურის კვალიფიკაციის დადასტურება.

მეხუთე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მეოთხე საფეხურის კვალიფიკაციის დადასტურება.

 

 

 
 
© IMEDI 2010 Created By VISUAL STUDIO