მთავარი
 
 
 
 
«    ოქტომბერი    » «    2018    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 სულ ვიზიტორები :  34706
ვიზიტორები დღეს : 451


ბუღალტერი. III , IV საფეხური.



ბუღალტერი - III , IV საფეხური

 







სფეროს აღწერა:

ბუღალტერი წარმოადგენს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საბუღალტრო აღრიცხვის დარგობრივი სფეროს პროფესიულ კვალიფიკაციას, იგი მჭიდროდაა დაკავშირებულიფინანსებთან და ბუღალტრულ აღრიცხვასთან.

 

დასაქმების სფერო:

ბუღალტრის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დაიკავოს ბუღალტრის პოზიცია კერძო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო დაწესებულებების სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო სამსახურში.

 მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საგანმანათლებლო პროგრამა - ბუღალტრის III საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მიენიჭება ბუღალტრის III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია (ბუღალტერ-მოანგარიშე), გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი, რომელიც უფლებას აძლევს პროფესიულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე შესაბამის სასწავლებელში, ან დაიწყოს პრაქტიკული მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 

სწავლის ხანგრძლივობა: 

III საფეხური - 42 კვირა - 60 კრედიტი 

საგანმანათლებლო პროგრამა - ბუღალტრის IV საფეხურის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მიენიჭება ბუღალტრის IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია (ბუღალტერ-ტექნიკოსი), გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი, რომელიც უფლებას აძლევს პროფესიულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე ან დაიწყოს პრაქტიკული მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 

 სწავლის ხანგრძლივობა: 

IV საფეხური - 40 კვირა - 45 კრედიტი


მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი საბაზო განათლება.

მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბუღალტრის მესამე საფეხურის კვალიფიკაციის დადასტურება. 


 
 
© IMEDI 2010 Created By VISUAL STUDIO