collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28

ჩვენს შესახებ

იმედი! ,,შენი პროფესიული არჩევანი"

სწავლა რეალური დასაქმებით
 
მისია
კოლეჯის მისიაა მაღალხარისხიანი, მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს თანაბარ, პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საჯაროობას, კოლეჯსა და რეალურ ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას. ხელს უწყობს პროფესიული სტუდენტების თვითგანვითარებას, პროფესიონალურ და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებას. ზრუნავს, დაინტერესებულ პირთათვის, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პირობების შესაქმნელად, პროფესიული განათლების მიღების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
ხედვა
განვითარდეს კოლეჯსა და ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმები. ამგვარი პარტნიორობა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მუდამ განახლებადი კომპეტენციების განვითარებას, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვას. ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარება, რაც სასარგებლოა როგორც პროფესიული სტუდენტისათვის, ასევე დამსაქმებლისთვის. აღშნიშნულის უზრუნველსაყოფად კოლეჯის საქმიანობა იქნება: - შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დაინტერესებული პირისათვის შეთავაზება. საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოება; - სამუშაოს მაძიებელთა მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მათი დასაქმების ხელშეწყობა; - დასაქმებული პირების გადამზადება დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარება.
ღირებულებები
კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის პრინციპები და წესები უზრუნველყოფს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, ხელმისაწვდომი,პროფესიულ სტუდენტზე ორინეტირებული საგანმანათ­ლებლო გარემოს შექმნას, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;
2013 წლის 31 ოქტომბრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს № 28 გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. პროფესიულ კოლეჯ იმედს მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი.
დებულება
შინაგანაწესი
საქმისწარმოების წესი
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება
პროგრამების შეფასება