collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28

პროექტი „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“


2019-09-09

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით და მხარდაჭერით,
7 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა შეხვედრა „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური 
მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით 
განხორციელებული პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებლების 
კვალიფიკაციის ამაღლება“ წარმომადგენლებთან. პროექტი მიზნად ისახავს 
პროფესიული განათლებისახალი სისტემის განვითარებას, რომელიც
მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას,
სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა
დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას
შეხვედრას ესწრებოდნენ  შპს მრავალპროფილიანი 
საზოგადოებრივი კოლეჯი იმედის წარმომადგენლები.