• კოლეჯის მიერ დადგენილი განაცხადის შევსებული ფორმა პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე; • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საბაზო განათლების/ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი/პროფესიული განათლების დიპლომი (თუ შესაბამისი საფეხური, მასზე დაშვების წინაპირობა შეესაბამება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას) ან უმაღლესი განათლების დიპლომი);
• უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დოკუმენტი;
• ორი ფოტოსურათი 3x4;
• არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში - განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოწმობა / მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა);
• არაქართულენოვანი პირის მიერ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში - ქართული ენის პროგრამის გავლის დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არ არსებობისას პირს უტარდება გამოცდა/ტესტირება ქართული ენის ფლობის დასადგენად. პირის მიერ ქართული ენის ფლობის დონის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ის სწავლას იწყებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი დონის ქართული ენის მოდულით;