collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28, (+995) 595 29 19 19

სტუდენტური 3-მე კონფერენცია


2021-05-20

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, 2021 წელი, 21 ივნისს იმართება პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია თემაზე: პროფესიული განათლების როლი პროფესიის განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.
კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით .კონფერენციის მონაწილეთა თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით.
კონფერენციაში მონაწილე პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილე კოლეჯს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.სტუდენტური კონფერენცია საჯაროა და დასწრებას შეძლებს ყველა დაინტერესებული პირი ვისაც აქვს პროფესიული განათლების მიღების სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ასოციაციის ვებ-გვერდზე: www.ccol.ge ან დარეკეთ ტელეფონზე: 551 346532 ან 557580044 ან გამოაგზავნეთ შეკითხვა ელ-ფოსტის მისამართზე: : Pcageorgia@yahoo.com