collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28, (+995) 595 29 19 19

პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლებისა და შეფასების ეროვნული კონფერენცია


2021-05-21

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით , 2021 წლის, 20 ივნისს იმართება პროფესიული განათლების მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება;
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მომზადება/ გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განმახორციელებელ მასწავლებლებს.
კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით .
კონფერენციის მონაწილეთა თემების თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
 კონფერენციიაში მონაწილეობისათვის დაწესებულება განაცხადით მიმართავს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგი ელ-ფოსტაზე - Pcageorgia@yahoo.com
 გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
ყველაზე ორიგინალური სწავლება
ყველაზე ინტერაქტიული სწავლება
 ყველაზე მაღალტექნოლოგიური სწავლება
ყველაზე ორიგინალური შეფასება
 ყველაზე ინტერაქტიული შეფასება
ყველაზე მაღალტექნოლოგიური შეფასება

ნომინაციების გამოსავლენად შეიქმნება დამოუკიდებელი ჟიური.
კონფერენციაში მონაწილე კოლეჯს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა ჯილდო.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.ccol.ge ან დარეკეთ ტელეფონზე: 551 346532 ან 557580044 ან გამოაგზავნეთ შეკითხვა ელ-ფოსტის მისამართზე: : Pcageorgia@yahoo.com