collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28

ტრენინგი თემაზე სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში


2023-03-27

შპს მრავალპროფილიან საზოგადოებრივ კოლეჯ იმედსა და შპს იმპექსფარმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 23 მარტს ჩატარდა იმპექსფარმის თანამშრომლებისათვის ტრენინგი თემებზე: პროფესიული განათლების მასწავლებლისა და კომპანიის ინსტრუქტორის როლი და მათი თანამშრომლობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას; სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში.
ტრენინგი ჩაატარა განათლების ექსპერტმა, კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა : ქეთევან ჯანელიძემ. თანამშრომლობის ფარგლებში კოლეჯი დამატებით გეგმავს ტრენინგების ციკლის განხორციელებას ისეთ თემებზე, როგორიცაა: კალენდარული გეგმის შედგენა, შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სხვა