24 მარტს შპს იმპექსფარმის ფარმაკოლოგიურ საწყობში შპს
მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯ იმედის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია(სააფთიაქო) სტუდენტების ლოიალური დამოკიდებულების შენარჩუნებისა და მათთვის კეთილგანწყობის შექმნის მიზნით, გაიმართა გაცნობითი ხასიათის ღონისძიება. სტუდენტებს შეხვდნენ თამარ ჯინჭველაძე (ხარისხის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი); ზურაბ ბალანჩივაძე(ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი);
მზიკო გაბრუაშვილი (ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი);
ნინო ჩიხლაძე (ფარმაკოლოგიური საწყობის ხელმძღვანელი)
და ზურაბ მანძულაშვილი (ტექნიკური მენეჯერი). ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, დაათვალიერეს ფარმაკოლოგიური საწყობი; ჩატარდა სახალისო აქტივობა და ინტერაქციული გამოკითხვა უკუკავშირის მიღების უზრუნველსაყოფად. მოეწყო ფურშეტი.